ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მიწვეულია ჰააგაში ნატო-ს სამიტზე, რომელიც 24-25 ივნისს გაიმართება.
ზელენსკიმ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ორშაბათს გამართული შეხვედრის შესახებ განუცხადა.
„ჩვენ ნატო-ს სამიტზე მიგვიწვიეს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ იქნება უკრაინა წარმოდგენილი ალიანსის სამიტზე, თუმცა თქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა კოლეგებთან „ინფრასტრუქტურაზე“ ისაუბრებს.