თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის მთავარ საფუძვლად პოლიტპატიმრების თავისუფლების მოხმობა არასწორია. მესმის, რომ ღია ჭრილობაა და ადამიანურად ყველაზე აუტანელი, მაგრამ არც პრაგმატულად და არც ფასეულობითად, არაა ამ არგუმენტის მთავარ არგუმენტად ქცევა სწორი, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გვარამია აღნიშნავს, ფასეულობითად, თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა სამშობლოს ინტერესებს აზიანებს.
„პრაგმატულად, როგორც კი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც მთავარი პრიორიტეტი გამოკრისტალდება, ზუსტად მაგას დააკმაყოფილებს ივანიშვილი: გაუშვებს ტყვეებს და შეგვათრევს ქვეყნის დამღუპველ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში. ამ არჩევნებსაც მოიგებს, უკანა რიცხვით საპარლამენტო არჩევნებსაც „გაიპრავებს“ და ლეგიტიმაციას მოიპოვებს შინ და გარეთ.
ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ადმინისტრაციით და სამართლიანი თამაშის წესებით.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმება“, – წერს ნიკა გვარამია.