უკრანის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, უკრანის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ოგრიზკო აცხადებს, რომ მას შერცხვა უკრანის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს რეაქციისა, როდესაც რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე უკრაინაში "იხუმრა".
"ზოგადად კი რაც შეეხება ჩვენს პრემიერ-მინისტრს, მე მის ნაცვლად მრცხვენოდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ასეთი რამ მოსკოვში ხდებოდა. დღევანდელი კი უბრალოდ ამ ხაზის გაგრძელებაა. ამიტომაც ახალი არც არაფერი დამინახავს", _ განაცხადა მან კიევში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პუტინის ხუმრობებზე რეგირება არ ღირს, "ისინი ხომ რუსეთის მთავრობის მეთურის დონეზე მეტყველებს".
"დიდად სამწუხაროა, რომ ეს კი უკვე ჩვენი, უკრაინული მხარის მხარის კომპეტენცია არ არის, თუ როგორია ის", _ დასძინა ოგრიზკომ.
შეგახსნებთ, რომ უკრაინაში ვიზიტით მყოფი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი კიევში მიხეილ სააკშვილის ვიზიტს ირონიული განცხადებებით გამოეხმაურა.
"რითი იყვნენ დაკავებული ჩვენი კოლეგები, ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვფიქრობ, ორ პრეზიდენტს სასაუბრო, განსახილველი და გასახსენებელი თემა ბევრი აქვთ", - განაცხადა პუტინმა იალტაში ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, პუშკინის ერთ-ერთი ლექსის პერიფრაზირება მოახდინა და განმარტა, რომ "მებრძოლები გარდასულ დღეებსა და ბრძოლებს იხსენებდნენ".
"რისი რჩევაც შემიძლია, ის არის, რომ რეკომენდაცია გავუწიო ორ პრეზიდენტს - ვახშამი, თუკი ისინი ივახშმებენ, ჰალსტუხების გარეშე გამართონ. ჰალსტუხები ამჟამად არ ფასობს. ალბათ, გესმით ჩემი", - განაცხადა პუტინმა. ტიმოშენკო კი ამ სიტყვებზე გულიანად იცინოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე ორი დღეა კიევში ვიზიტით იმყოფება. უკრაინაში შეხვედრებს მართავს ვლადიმერ პუტინიც.