დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტიგენტს ზრდის.
უწყების ცნობით,, რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების დაცვის მიზნით, კატარში Typhoon -ის ტიპის კიდევ ოთხი გამანადგურებელი ჩავა.
ამასთან, დღეს კვიპროსზე ავიამზიდით Wildcat-ის ტიპის ორი ბრიტანული ვერტმფრენი ჩავიდა, რომლებსაც უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი კვიპროსში, საკუთარ სამხედრო ბაზაზე ხომალდ HMS Dragon-ს გაგზავნის.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მისი F-35 და Typhoon გამანადგურებლები გუშინ ღამით კატარის, იორდანიის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე საჰაერო პატრულირებას ახორციელებდნენ.