„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” ამტკიცებს, რომ აშშ-ის ავიამზიდ Abraham Lincoln-ს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ეს ტყუილია, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
The Lincoln-ზე დარტყმა არ განხორციელებულა. გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა. The Lincoln აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას ცენტრალური სარდლობის დაუნდობელი კამპანიის მხარდასაჭერად, რომლის მიზანი ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრით ამერიკელი ხალხის დაცვაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს, USS Abraham Lincoln ოთხი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.