კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის "ავერსის" კლინიკამ ჰუმანიტარული აქცია დაიწყო.
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ტყვიავის საავადმყოფოში დღეს დილიდან ტარდება.
სხვადასხვა პროფილის ექიმთა 10-კაციანი ჯგუფი გამოკვლევებს 6 სოფლის მოსახლეობას უტარებს. ასევე, ულტრათანამედროვე აპარატურით ადგილზევე ტარდება ექოსკოპიური და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას უსასყიდლოდ 7 000 ლარის ღირებულების მედიკამენტიც გადაეცემა. პაციენტებს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება თბილისში, "ავერსის" კლინიკაში, შეღავათიან ფასად შეეძლებათ.