ცხვარიჭამიაში მეწყერის ჩამოწოლისას ერთი ადამიანი დაიღუპა.
მეწყერმა ცხვარიჭამაში დაახლოებით ერთი საათის წინ ნახევარი მთა მოწყვიტა და სამი საცხოვრებელი სახლი ჩაიტანა.
სტიქიის შედეგად ერთი 87 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა მის სახლიდან გამოყვანა ვეღარ მოასწრეს.
ცხვარიჭამიაში სააგარაკო სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, მეწყერის ჩამოწოლის დროს შვილებმა მხოლოდ დედის გადარჩენა მოახერხეს.
როგორც მცხეთა-მთიანეთის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.