ყოფილი სახალხო დამცველის, "ალიანსი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის შეფასებით, ადამიანის უფლების დაცვის საკითხებში საზოგადოებს, განსაკუთრებით კი სტუდენტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
"მხოლოდ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ადამიანის უფლების ვერ დაიცავს, აუცილებელია ამ პროცესში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ კუთხით სტუდენტების აქტიურობენ, რომლებმაც თავისი ნაშრომები შეზღუდული შესაძლებლობის პირების, პენიტენციალურ სისტემებში არსებულ ვითარებაზე, ეროვნული უმცირესობის საკითხებზე და პოლიტიკურ-სოციალური კუთხით არსებულ ვითარებაზე მოამზადეს", - განუცხადა ჟურნალისტებს სუბარმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ცენტრი მიერ ორგანიზებული კონფერენციის დაწყებამდე, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლების დაცვის საკითხს მიეძღვნა.
ამასთან, სუბარის შეფასებით, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, რა უფლები გააჩნია მათ, რადგან ამ კუთხით მოსახლეობაში ინფორმაცია თითქმის არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "ადამიანის უფლებათა მდგომარეობა საქართველოში" სტუდენტები საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობის შესახებ მომზადებულ ნაშრომებს წამოადგენენ.