რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სააგეტო „რია ნოვოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წინააღმდეგობა ბევრია, ვინაიდან, საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჯერაც თავისი ტერიტორიები ჰგონია.
„საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე დაბრუნების საკითხს იურისტები შეისწავლიან. რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ჩვენი მოქალაქეების ურთიერთობებისათვის ყველა წინააღმდეგობა მოვხსნათ. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა ნებისმიერ ქვეყანასთან მიმართებაში.
ჩვენ ყველა ბარიერისა და წინააღმდეგობის მოხსნის მომხრე ვართ. ამისათვის კი საბაზისო, სამართლებრივი საკითხები უნდა განვსაზღვროთ",_ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, „სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველო ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მისი ტერიტორიაა.
ეს საკითხები უცილობლად იჩენს თავს, როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ ჩვენ რაღაც შეთანხმებები ქარალდზე გადავიტანოთ",_ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ იურისტები ამ სიტუაციას შეხედავენ.
„იურისტები შეხედავენ ამ სიტუაციას, მაგრამ ჩვენი წინა მცდელობები ეჯახებოდა იმას, რაზეც მე თქვენ ახლა გესაუბრეთ.
საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჯერკიდევ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს დააწესა. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო. თავდაპირველად უვიზო რეჟიმი ჩრდილოკავკასიაში და მთლიანად ჩრდილოეთ ფედერალურ ოლქში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის დაწესდა. ამის შემდგე მათ ეს ყველა მოქალაქეზე გაავრცელეს", _ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ საქართველოში „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" ჯერაც მოქმედებს.
„თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ შენარუნებულია „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" რამდენიმე ჩვენი მოქალაქე კიდეც დაზარალდა ამის გამო, ვინაიდან ეს კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იმ მოქალაქეებისათის, რომლებმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოინახულეს.
რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოს მონახულებას გადაწვეტს, თუ მას პასპორტში აქვს შტამპი აფხაზეთის ან სახრეთ ოსეთის მონახულების შესახებ შესაძლოა ციხეში მოხვდეს.
ამგვარი შემთხვევები უკვე იყო და ჩვენ მცირე ძალისხმევა როდი დაგვჭირვებია იმისათვის, რომ ეს სიტუაციები განგვემუხტა. ეს მნიშვნელოვანი ასპექტი ნებისმიერ შემთხვევაში არსეობს",_ აცხადებს ლავროვი და დასძენს, რომ ქართულ მხარესთან ურთიერთობის არხი უკვე გვაქვს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურად აბაშიძის ურთიერთობის სახით.
„ისინი არაფორმალურ გარემოში იხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც შესაძლოა მომავალი ურთიერთობების განვითარებისათვის იქნეს გადაწყვეტილი. ჩვენ ამაში დაინტერესებული ვართ ასე რომ ვნახოთ", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.