საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო არჩევნების დროს წინააღმდეგობა გაეწია დესტრუქციული ქმედებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავდა თავად საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ დსთ-ს წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო არჩევნების დროს წინააღმდეგობა გაეწია დესტრუქციული ქმედებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავდა თავად საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას და, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ ხელისუფლების მდგრადობა - მათ ნამდვილად დაიცვეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები“, - განაცხადა მან.
შოიგუმ აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება გაცილებით სტაბილური გახდა. „ეს დიდ დაფასებას იმსახურებს, მათ შორის მასში მონაწილე ქვეყნების მხრიდანაც. რა თქმა უნდა, რუსეთსაც ვგულისხმობ, რადგან ბევრს შეიძლება ჰქონდეს შთაბეჭდილება, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მერვე ან მეცხრე კონფლიქტი მოაგვარა, შეერთებული შტატებია“, - აღნიშნა შოიგუმ.