პოლიციამ საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. მათ შორის - სამოქალაქო აქტივისტი, ანი ძულიაშვილი .
ის, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით, თბილისის ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.
დღეს ასევე დააკავეს "სოვლაბის" მკვლევარი, ილიაუნის ლექტორი რუსუდან კობახიძე და აქტივისტები მარინე ნანავა და ლაშა-გურამ ღონღაძე.
ასევე, არსებული ინფორმაციით, უკვე მეორედ დააკავეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ლეილა ცომაიაც.
ფოტო: Mo Se