ბელგიის სპრეცსამსახურები აცხადებენ, რომ დრონების ბოლოდროინდელი ინციდენტების უკან, რომლებმაც საჰაერო მიმოსვლა და სამხედრო ოპერაციები შეაფერხა, უცხო სახელმწიფო, სავარაუდოდ რუსეთი დგას. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებმა თქმით, ისინი დაფრინავენ სიბნელეში და მნიშვნელოვან ობიექტებთან ახლოს.
ბელგიის სადაზვერვო სამსახურების თქმით, ასეთი ქმედებები „მოყვარულთა შესაძლებლობებს სცილდება“.
რუსეთთან დაკავშირებული შეშფოთება გაიზარდა იმ მოლაპარაკებების ფონზე, რომლებიც ეხება უკრაინის მხარდასაჭერად რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას, რომელთა უმეტესობა ბელგიაში დაფუძნებულ ფინანსურ ბაზრების კომპანიაში, Euroclear-ში ინახება. რომელიც სპეციალიზებულია ცენტრალური ფასიან ქაღალდების დეპოზიტარებზე.
შეგახსენებთ, სამშაბათს, ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში მუშაობა უცნობი დრონების გამო დროებით შეჩერდა.