ბრიუსელმა ერევანს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP) ოფიციალურად გადასცა.
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარქისიანი დღეს, 5 ნოემბერს ერევანში შეხვდა ევროკომისიის წარმომადგენელს მიგრაციისა და საშინაო საქმეების ვიცე-გენერალურ დირექტორს, იოჰანეს ლუხნერს.
„ჩვენ ახლახან წარვუდგინეთ შინაგან საქმეთა მინისტრს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ მიზნებს სხვადასხვა სფეროში, უსაფრთხოებიდან დაწყებული ადამიანის უფლებებით დამთავრებული. ეს მიზნები მიღწეულ უნდა იქნას მომდევნო წლებში. ვულოცავ მინისტრს და ხელისუფლებას ამ პროცესში სწრაფი და მნიშვნელოვანი პროგრესისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ამ მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ლუხნერმა.
სომხეთმა 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდა, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.