"პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები პარტიებს სტიმულს აძლევს, ფინანსები კანონის გვერდის ავლით მოიპოვონ. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" ხელმძღვანელმა ნინო ხატისკაცმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილისა და არასამთავრობოების შეხვედრაზე განაცხადა.
"პოლიტიკური პარტიების ბიზნესთან კავშირის შეზღუდვას ვენეციის კომისია დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საჯარო ფინანსები უნდა იყოს ადეკვატური, რათა პარტიებს კანონის გვერდის ავლის სურვილი არ გაუჩნდეთ", - აღნიშნა ხატიკაცმა.
მისი შეფასებით, კანონი არათანაბარ პირობებში აყენებს მმართველ პარტიასა და დანარჩენ პოლიტიკურ გაერთიანებებს.