ერთმა სთქვა მაღიარეთო და გაგანთავისუფლებთ … მონობისათვის! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოსმეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს.
ზურაბიშვილი ეხმიანება მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.
ზურაბიშვილი თქმით, ეს პუტინის ლოგიკას გავს ზელენსკისთან მიმართებით.
„ერთმა სთქვა მაღიარეთო თუ არა … რას გიზამთო, და კიდევ სთქვა მაღიარეთო და თან ყველაფერი რაც გაგაჩნიათ- ღირსება, რეპუტაცია და სინდისი - მე ჩამაბარეთო და გაგანთავისუფლებთ … მონობისათვის!
ეს იგივე ლოგიკაა რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუჰანსკს, და ამის გარდა იცოდეთ არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!
ცოტა რუსული კგბ-შნიკური სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!
მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება …“ - წერს ზურაბიშვილი.