ფოთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა დღეს დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაცით, სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.