რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 11 წლის გოგონაა.
ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ჰანჯა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა ოლქის სამ რაიონზე 20-ზე მეტი თავდასხმა განახორციელა, რისთვისაც დრონები და საავიაციო ბომბები გამოიყენა.
სინელნიკოვოს რაიონში რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რაიონულ ცენტრსა და ვასილკივკის, სლავჰოროდის, პეტროპავლივკისა და მიკოლაევკის თემებზე.
დაზიანებულია კერძო სახლები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზიები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და ავტომობილები.