"ლელო - ძლიერი საქართველოს" მიხეილ ყაველაშვილს პასუხობს. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, რუსულ რეჟიმთამ ვაჭრობაში შესვლას არ აპირებენ.
"ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა, ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენი პასუხი მარტივია, ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან.
მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენ ლიდერებს, დროის, შეზღუდვების და წესების მიხედვით, რითიც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ, მიუხედავად ამისა, რომ ვერ ვეკონტაქტებით პატიმრობაში მყოფ ჩვენ ლიდერებს, მე როგორც ლელოს გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველ ხალხთან ერთობით სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების.
მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მათი პოზიცია, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ, არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ყაველაშვილს, არალეგიტიმურ პრეზიდენტს, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.
თავის მხრივ, ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ვიბრძოლოთ ყველა ველზე.
შესაბამისად კიდევ ერთხელ მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ავუსრულოთ ივანიშვილს თავისი რუსული კოშმარი და ვთხოვთ ქალბატონ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ ვცადოთ ერთიანობა და ავასრულოთ მთავარი შიში, რაც ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს აქვს. ამ შიშით არის შეპყრობილი ივანიშვილი და მისი ბანდა, ივანიშვილს ეშინია ერთობის და ივანიშვილს ეშინია საერთო ბრძოლის, სადაც ის სამარცხვინოდ დამარცხდება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვითხოვთ ერთობას, ჩვენ ვითხოვთ ერთიანობას და არანაირ ბრძოლას არ ექნება აზრი თუ ცვენ ვერ შევძლებთ ერთიანობის ხაზის დაჭერას.
ეს შიშები და რუსული კოშმარი ივანიშვილს უნდა ავუსრულოთ. ჩვენ მიხეილ ყაველაშვილს, არალეგიტიმურ პრეზიდენტს მივუთითებთ რუსული ხომალდისკენ. შეწყალების თხოვნა, მოთხოვნა და განცხადებები არ იქნება, ეს გამორიცხულია," - განაცხადა ირაკლი კუპრაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.