დეკემბრის ბოლოს ქობულეთის ფეხბურთის სტადიონს უეფას ლიგის მეოთხე კატეგორიის მოედანი ექნება. იგი ეროვნულ ჩემპიონატებსა და ამხანაგურ შეხვედრებს უმასპინძლებს. "შუქურას" სარეაბილიტაციო სამუშაო დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მოინახულა.
ამ ეტაპზე მინდვრის მწვანე საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს. პროექტს, რომლის ღირებულებაც 738 000 ლარია, საქართველოს სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამინისტროს დაკვეთით კომპანია "MG" ახორციელებს. ესპანურ მწვანე საფარს სპეციალისტები წლის ბოლომდე ლაზერული მანქანებით დააგებენ.
აჭარის მთავრობის დაფინანსებით კი, 2012 ბოლომდე სტადიონი კაპიტალურად გარემონტდება. 5 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი პირველ მატჩს მომავალ წელს უმასპინძლებს. რეაბილიტირებილ "შუქურაზე" ბათუმის "დინამოს" საწვრთნელი ბაზა განთავსდება.
"რაც უფრო მეტი სტადიონი გვექნება, მით უფრო მეტი ახალგაზდრა იცხოვრებს ჯანსაღი ცხოვრების წესით. მალე ბათუმშიც დაიწყება გრანდიოზული მოედანის მშენებლობა. ლეონიძის ქუჩაზე რაგბის სტადიონის აიგება, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლებს. ასევე, ვგეგმავთ რამდენიმე საწვრთნელი სტადიონისა და სპორტული სკოლების გახსნას", - განაცხადა ვარშალომიძემ.