აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 25 ივნისს ჰააგაში ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა განუცხადა. იუწყება Politico
ჰააგაში ჩასვლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერს, დედოფალ მაქსიმას და გვირგვინოსან პრინცესა კატარინა-ამალიას.
არსებული ინფორმაციით, ტრამპი სასახლეში დაგეგმილ ოფიციალურ ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ყველა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
მანამდე ტრამპმა ივარაუდა, რომ ჰააგაში ზელენსკის შეხვდებოდა
ბოლოს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს აპრილში, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე შეხვდნენ.