ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი კნუტ აბრაჰამი საქართველოში არსებულ ვითარებას X-ზე ეხმიანება და მინისტრთა კაბინეტს “ევროსაბჭოს წითელი ხაზების დაცვისა და მოქმედებისკენ მოუწოდებს.“
"ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და ციხეში ჩასმა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება-ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს. ესაა დღეს რუსეთის და ბელარუსის რეალობა.
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ მიიღებოდა ერთი რეპრესიული კანონი მეორის მიყოლებით, სანამ ძალიან გვიან არ იყო. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენი შეცდომებიდან. ჩვენ დღესვე უნდა გავაკეთოთ ეს საქართველოსთან დაკავშირებით, თუ არ გვინდა მივიღოთ მეორე ბელარუსი კავკასიაში! საქართველოში ყოველდღიურად ახალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იჭერენ.
როგორც ევროსაბჭოს წევრმა, საქართველომ აიღო ვალდებულება, პატივი სცეს „ადამიანის უფლებებს და დაიცვას დემოკრატია“. მოვუწოდებ მინისტრთა კომიტეტს, დაიცვას ევროსაბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედოს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის“, – წერს კნუტ აბრაჰამი.