გერმანიის პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომლითაც გერმანიის ვიზების გაცემაზე კოტროლი გაამკაცრა. მმართველმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც შეიყვანენ ადამიანებს, რომელთაც პოტენციურად შესაძლოა უარი ეთქვას ვიზის გაცემაზე.
"შავ სიაში" მოხვდებიან ადამიანები, რომელთაც ადრე უარი ეთქვათ ვიზის მიღებაზე ნებისმიერი მიზეზით, მაგალითად საკუთარ თავზე ცრუ ინფორმაციის წარდგენა. გარდა ამისა, იქ დაარეგისტრირებენ მათ, ვისაც ნასამართლეობა აქვს. ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ დანაშაულზე როგორიცა, ადამიანებით ვაჭრობა, არალეგალური შრომითი საქმიანობა და პროსტიტუცია.
ვიზისათვის საჭირო დოკუმენტები შედარდება ანტიტერორისტულ მონაცემთა ბაზასთან. სახელმწიფო უშიშროების ორგანოებს მონაცემთა ბაზაში შეჰყავთ ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტერორისტულ საქმიანობაში ან არიან ძალადობისადმი მიდრეკილნი. თუ სპეცსამსახურები გაარკვევენ, რომ ადამიანი რომელსაც კავშირი აქვს ტერორისტულ იატაკქვეშეთთან და ცდილობს მიიღოს გერმანიის ვიზა, ამის შესახებ აცნობებენ სავიზო ცენტრს.
ოპოზიციამ ერთხმად უარი თქვა ამ დოკუმენტის მიღებაზე, რადგან მიიჩნევენ, რომ ამით სახელმწიფო ფაქტიურად უარს ამბობს უდანაშაულობის პრეზუმციაზე და ყველას ვინც კი გერმანიის ვიზას მოითხოვს ეჭვმიტანილად აყენებს.
ახლა დოკუმენტი ბუნდესტაგში უნდა დამტკიცდეს, სადაც მმართველ კოალიციას უმრავლესობა არ ჰყავს.
სავიზო კონტროლის გაძლიერების მიზნით, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის იდეა 2005 წლიდან დგას, მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, რომ სავიზო რეჟიმის შესუსტების შედეგად გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპიდან ბევრი უკანონო ემიგრანტი შემოვიდა.
არალეგალთა მოზღვავება დაიწყო მას შემდეგ,რაც 2000 წლის მარტში იმდროინდელმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა ხელი მოაწერა მითითებას, რითაც გარმანიის საკონსულო სამსახურებს უფლება მიეცათ გაეცათ გერმანიის ვიზები პირველადი შემოწმების გარეშე.