2011 წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები 24 დეკემბერს ბაგრატიონის დარბაზში დასახელდებიან.
„ოქროს პერგამენტის" ლაურეატები წელს 12 ნომინაციაში დასახელდებიან, რომელთაგან 11 გამარჯვებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდება, ხოლო ერთ ნომინანტს ორგანიზატორი - ახალი ამბების სააგენტო GHN დაასახელებს.
"ტრადიციულად ერთადერთი ნომინაცია სადაც რესპოდენტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება არის "წლის ადამიანი", სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტაში მითითებულია კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც რეიტინგული გამოკითხვით შეირჩნენ. ამასთან, ისევე როგორც გასულ წელს, ორგანიზატორები გავცემთ საპატიო „ოქროს პერგამენტსაც", - აცხადებს ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა.
ორგანიზატორების განცხადებით, სულ გამოკითხული იქნება 3 100 რესპოდენტი. გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და მასში ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელია ჩართული.
2011 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და „ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.
2011 წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად გამოკითხვის ანკეტაში შეყვანილნი არიან შემდეგი კანდიდატები:
წლის პოლიტიკოსი:
ალასანია ირაკლი;
გამყრელიძე დავითი;
თარგამაძე გიორგი;
უსუფაშვილი დავითი;
ცისკარიშვილი პეტრე;
წლის ბიზნესმენი:
ბუცხრიკიძე ვახტანგი;
გილაური ირაკლი;
გურგენიძე ვლადიმერი;
კურტანიძე პაატა;
რამიშვილი გიორგი;
ფხაკაძე სოსო;
წლის ხელოვანი:
ბათაიაშვილი ლიზა - სენ-სანსის და ბიზეს სავიოლინო ნაწარმოებების შესრულებისთვის;
ბურდული ნინო - სპექტაკლისთვის „ლივ შტაინი";
ლეჟავა ზურაბი - მოთხრობისთვის „მაცივარი სექსისა წილ";
ცაბაძე ალეკო - ფილმისთვის „რენე მიდის ჰოლივუდში";
ხარატიშვილი ნინო - სპექტაკლისტვის „ლივ შტაინი";
წლის ჟურნალისტი:
ბერიძე ეკა;
იაკობაშვილი პაატა;
კვესიტაძე ეკა;
მელაძე ნოდარი;
პაიჭაძე დავითი;
ხოფერია ეკა;
ჩაფიძე ელისო;
წლის სპორტსმენი (გუნდი):
არაბიძე მერი;
გორგოძე მამუკა;
კობიაშვილი ლევანი;
მარსაგიშვილი დავითი;
სანიკიძე ვიქტორი;
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები;
საქართველოს საკალთბურთო ნაკრები;
წლის პროექტი:
ანაკლია;
მესტია;
გუდაური;
„ქეთო და კოტე";
აღმაშენებლის გამზირი;
წლის კომპანია:
ავერსი;
გუდვილი;
ვისოლი;
იმედი L;
ისტერნ პრომოუშენი;
კავკასუს ონლაინი;
საქართველოს ბანკი;
საქართველოს ლატარიის კომპანია;
"სილქროუდ ჯგუფი";
პე-ეს-პე;
წლის ბრენდი:
"ბერტა";
"ბარამბო";
"გალფი";
"სმარტი" ;
"ჰოლიდეი ინ";
წლის კომუნიკატორი:
ბილაინი;
კავკასუს ინლაიანი;
მაგთი;
სილქნეტი;
ჯეოსელი;
წლის უცხოური კომპანია:
Maersk;
Mobi Pay;
რაკინი;
რომპეტროლი;
სოკარი;
ჰაიდელბერგი;
შატო მუხრანი;
გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციებში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, მიხეილ სააკაშვილი, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ოვაშვილი, დავით კიკალიშვილი, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე,ნოდარ ქუმარიტაშვილი, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი, "ვანის საგანძური" _ დავით ლორთქოფანიძე, "ნათელი ქრისტესი - საქართველო" - ნესტან კირთაძე, "ფონდი "იავნანა" _ პაატა ბურჭულაძე, ძველი თბილისი ახალი სიცოცხლე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე,პაატა კურტანიძე, მაია რჩეულიშვილი, "ლუდსახარში ნატახტარი"; "თელიანი ველი", "ავერსი", თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, "ჯეოსელი", "მაგთი", "სახალხო ბანკი", "სოკარი", „ლიბერთი ბანკი",