დღეს, 5 დეკემბერს, 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში (შევჩენკოს ქ. 12, V სართული) გაიმართება ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ გაბისონიასა და კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის პრესკონფერენცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან" აცნობეს, პრესკონტერენციის თემაა ამა წლის 5 ივნისს ლაშა ჩხარტიშვილის უკანონო დაპატიმრების საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელით მიმართვას.
პრესკონფერენციაზე საუბარი შეეხება ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ადამაინის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ დებულებებს, რომელიც დარღვეულ იქნა აღნიშნულ ფაქტის, ასევე პატიმრობის პროცესში.