ეროსი კიწმარიშვილს მაესტროს ეთერში სხვა არხის ჩართვის უფლება არ აქვს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა.
"გამოაცხადა მარეგულირებელმა კომისიამ, რომ ეს ყველაფერი - სიხშირე და მაუწყებლობა ეკუთვნის შპს "სტუდია მაესტროს". თუ კანონს დაარღვევს ჩართავს და თუ არ დაარღვევს, ჩართვის უფლება არ აქვს ", -განაცახა ჩიკვაიძემ.
მისი თქმით, როდესაც კანონი აღსრულდება და ეროსი კიწმარიშვილს გამოიყვანენ უკანონოდ დაკავებული ტერიტორიიდან, სრული მაუწყებლობა მაშინ აღდგება.
კიწმარიშვილის განცხადებით, სრული მაუწყებლობის აღდგენამდე, შესაძლოა, მაესტროს ეთერში რომელიმე უცხოური არხი ჩაერთოს. მისი თქმით, მაესტროს მართვის კომპანიას ამის ყველანაირი უფლება აქვს, რადგან მას მაუწყებლობის კანონიერი უფლება აქვს.