დღეს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მთავარ ოფისში გაიმართა პოეზიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
პოეზიის კონკურსი ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების facebook-ის გვერდზე ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული.
დასკვნით ღონისძიებას მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულები ქრისტიან-დემოკრატების სახელით სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.
I ადგილი დაიკავა, ეკა ქარდავამ, რომელსაც გადაეცა Amazon Kindle -ს ელექტრონული წიგნის წამკითხავი საშუალება. II ადგილზე გავიდა სალომე ბრეგვაძე , რომელსაც გადაეცა100-ლარიანი ვაუჩერი წიგნის სახლ ბიბლუსში. III ადგილი კი დაიკავა გიორგი ჯობავამ ,რომელიც დაჯილდოვდა 50-ლარიანი ვაუჩერით, წიგნის სახლ ბიბლუსში.
ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით მსგავსი ტიპის შემოქმედებითი კონკურსები გაგრძელდება და უფრო საინტერესო სახეს შეიძენს.