ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ფაქტი მედიას ექიმმა გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა.
მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა და სასუნთქი გზების მძიმე პრობლემები აღენიშნებოდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.