თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ხუთი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო ძალების კუთვნილი AS-532 ტიპის ვერტმფრენი 24 ნოემბერს, სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. ვერტმფრენი ესქიშეჰირის სამხედრო ბაზიდან აფრინდა.
კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამაშველო ჯგუფებმა ვერტმფრენის ნარჩენებს მიაგნეს, მოგვიანებით კი დადასტურდა, რომ ბორტზე მყოფი ხუთივე სამხედრო დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ იორუქაქჩაირის მახლობლად მოხდა, რომელიც ესქიშეჰირის ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.