პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებმა, გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საპატიმრო დატოვეს.
ისინი იმ 232 ადამიანს შორის არიან, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
გიორგი მინდაძეს პროკურატურა 29 ნოემბრის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა. 2025 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მინდაძეს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ანრი კვარაცხელიას პროკურატურა 1 დეკემბრის აქციაზე შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ედავებოდა. 2025 წლის 18 ივლისს მას ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილს 2 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას ედავებოდა.