ლიეტუვას არასოდეს გაუცია ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმების განსახორციელებლად საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ - კესტუტის ბუდრისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა რუსეთის კალინინგრადის ოლქზე დრონებით სავარაუდო თავდასხმასთნ ქვეყნის კავშირი უარყო.
მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ლიეტუვა „კატეგორიულად უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ განცხადებებს რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქზე დრონით თავდასხმაში ქვეყნის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ“.
„ლიეტუვას არასოდეს გაუცია ნებართვა საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმების განსახორციელებლად, მათ შორის არც ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ბუდრისმა.
შეგახსენებთ, მედიაში გაბრცელდა ინფოპრმაცია, რომ უკრაინულმა დრონებმა პირველად მიიტანეს იერიში რუსეთის კალინინგრადის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.
თავდაპირველად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადამ რომ „საეჭვო ობიექტი“ ლიეტუვის მხრიდან გადაადგილდებოდა. პარალელურად, რეგიონში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო.
თუმცა მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმარტა, რომ განგაში სასწავლო ხასიათის იყო და მისი მიზეზი ლიეტუვის მხრიდან საჰაერო სამიზნის შესახებ მიღებული ცრუ სიგნალი გახდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საფრთხე არ არსებობდა, თუმცა ტელეგრამარხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალაქ ბალტიისკში საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ.