მედიის ცნობით, უკრაინულმა დრონებმა პირველად მიიტანეს იერიში რუსეთის კალინინგრადის ოლქში მდებარე სამხედრო ობიექტებზე.
თავდაპირველად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადამ რომ „საეჭვო ობიექტი“ ლიეტუვის მხრიდან გადაადგილდებოდა. პარალელურად, რეგიონში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო.
უკრაინული OSINT-არხი Exilenova+, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არაერთ ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქ ბალტიისკში, სადაც რუსეთის ბალტიის ფლოტის მთავარი ბაზაა განთავსებული, საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს და აფეთქებების ხმა ისმის.
მსგავსი ცნობების სესახებ უკრაინელი OSINT-ანალიტიკოსებიც იუწყებიან.
„კალინინგრადის ოლქის ქალაქ ბალტიისკში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა დაფიქსირდა, რასაც გეოლოკაციაც ადასტურებს. წინასწარი ინფორმაციით, დრონები ამ მიმართულებით დილიდანვე გადაადგილდებოდნენ - მათი შემჩნევის შესახებ ცნობები ფინეთის ყურიდან ვრცელდებოდა. სავარაუდოდ, შეტევის სამიზნე ბალტიისკის საპორტო ინფრასტრუქტურაა“, - წერს ტელეგრამარხი Dnipro Osint.
უნდ აღინიშნიოს, რომ გავრცელებული ვნობებით, რეგიონში თავდაპირველად საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმარტა, რომ განგაში სასწავლო ხასიათის იყო და მისი მიზეზი ლიეტუვის მხრიდან საჰაერო სამიზნის შესახებ მიღებული ცრუ სიგნალი გახდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საფრთხე არ არსებობდა, თუმცა ტელეგრამარხებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ქალაქ ბალტიისკში საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შესახებ.