შშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ნავთობის შესყიდვით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
ამის შესახებ ბესენტმა ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ევროპელებს სურთ, თავად ჩაიყენონ თავი ჩიხში და ამავდროულად, რუსული ნავთობის შესყიდვით რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებენ. ამაზე უარესი რა უნდა იყოს? ევროპელებმა ვლადიმირ პუტინს იმაზე მეტი ფული გადაურიცხეს, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის“, - განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ამ განცხადებით ევროპულ ქვეყნებს აკრიტიკებს რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელების გამო და მიიჩნევს, რომ ამ გზით ისინი რუსეთის სამხედრო პოტენციალის დაფინანსებაში მონაწილეობენ.