ქუთაისში, სავარაუდოდ გაზის დაგროვების გამო, ბინაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
უწყების ინფორმაციით, დაშავდა ქალი, რომელმაც ხელის არეში მიიღო დაზიანება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც იუწყებიან, აფეთქების გამო 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
აფეთქების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად მოქალაქემ გაავრცელა.