უკრაინამ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ 10 ლოკაცია განსაზღვრა, სადაც ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარებაა საჭირო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე წარადგინა ეს ლოკაციები, სადაც ოლეშკიში ახლახან ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაციის მსგავსი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინული გუნდი ამ საკითხს ამერიკელ შუამავლებთან განიხილავს.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ოლეშკიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუირებული მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის შესახებ.