ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ს ორდღიანი ვადა მისცა და მოუწოდა, ყველა ფრონტზე სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ირანის მხრიდან მკაცრი სამხედრო პასუხი ელის.
არაღჩიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს, ახლა ჯერი თეთრ სახლზეა.
"ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. ახლა დროა, თეთრმა სახლმაც გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
ჩვენი ორდღიანი წინადადება კვლავ ძალაშია: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის, შეწყვიტეთ ომი ყველა ფრონტზე და შედეგს დაინახავთ. ან აირჩიეთ ომი და ნახეთ, როგორ დაატრიალებენ ჩვენი ფხიზლად მყოფი და ბრძოლებში გამოწრთობილი მებრძოლები ჯოჯოხეთს“, - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.