კაია კალასი: ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას არ შეასუსტებს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას არ შეასუსტებს.
ამის შესახებ კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმებს უკრაინაში ორი დღის განმავლობაში 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის წინააღმდეგ - როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ისე ნატო-ს მოკავშირეებზე.
„რუსული დიზელის საწვავის წინააღმდეგ სანქციების შეჩერება მოსკოვს ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს აძლევს. ახლა რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არ გააკეთებს.
ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციების ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მასშტაბურ პაკეტს დაამტკიცებენ“, - წერს კალასი.