უნგრეთის ოპოზიციური “ტისას“ პარტიის ლიდერმა, პეტერ მაგიარის განცხადებით, ბუდაპეშტში, ბატიანის მოედანზე, ბემის სანაპიროსა და ანჯელო როტას სანაპიროს გასწვრივ “ტისას“ მიერ შედეგების დაკვირვების ღონისძიება უკვე დაიწყო.
„ყველას გიწვევთ. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მხიარულება მთელი პროცესის განმავლობაში და არავინ აჰყვეს სახელმწიფო პარტიის ან პროპაგანდის პროვოკაციებს! ღმერთმა დალოცოს უნგრეთი!“- წერს პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უნგრეთში საარჩევნო უბნები კვირას ადგილობრივი დროით 19:00 საათზე [თბილისის დროით 21 საათზე] დაიხურა. 18:30 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 77,8%-ია. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ცნობით, 2022 წელს იგივე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 67,08% იყო, 2018-ში 68,13%, 2014-ში კი 60,08%. უბნების დახურვის შემდეგ არ გამოცხადებულა ეგზიტპოლების შედეგები.