უნგრეთში საარჩევნო უბნები კვირას ადგილობრივი დროით 19:00 საათზე [თბილისის დროით 21 საათზე] დაიხურა.
საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 74,23% შეადგინა.
საერთაშორისო მედიის მიხედვით, 18:30 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 77,8%-ია. ქვეყნის საარჩევნო კომისიის ცნობით, 2022 წელს იგივე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 67,08% იყო, 2018-ში 68,13%, 2014-ში კი 60,08%. უბნების დახურვის შემდეგ არ გამოცხადებულა ეგზიტპოლების შედეგები - ქვეყანაში ოფიციალური ეგზიტპოლები არ ჩატარებულა. ხმების დათვლის შემდეგ პირველადი შედეგების გამოქვეყნება ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან [თბილისის დროით 22:00 საათი] დაიწყება.