ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა CNN-თან ინტერვიში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და ზოგიერთი სპარსეთის ყურის ქვეყნების ოფიციალური პირების კრიტიკა, თითქოს ევროპამ ირანთან ომის განმავლობაში მათ საკმარისი მხარდაჭერა არ გაუწია, „უსამართლოა.“
მან აღნიშნა, რომ ევროპას რეგიონში არსებული ვითარება თავად არ შეუქმნია, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც ძალიან ბევრს აკეთებს - მათ შორის საჰაერო თავდაცვის მიწოდებით, წითელი ზღვის დაცვითა და ლიბანის მთავრობის მხარდაჭერით.
კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა დიდწილად არ დაუჭირეს მხარი ევროპას, როდესაც რუსეთი 2022 წელს შეიჭრა უკრაინაში, და დასძინა, რომ ურთიერთობები „ცალხრივი ქუჩა“ ვერ იქნება.
„ვფიქრობ, ეს ნამდვილად უსამართლოა. რა თქმა უნდა, ყველამ შეიძლება უფრო მეტი გააკეთოს, მაგრამ საკითხი ისიც არის, რომ ევროპაში საკუთარი უსაფრთხოების ფრონტი გვაქვს — გვაქვს რუსეთის ომი უკრაინაში.
ნამდვილად არ გვინახავს ყურის ქვეყნების მხრიდან დახმარება, და ეს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა არ შეიძლება იყოს… ასე რომ, ერთად რომ ვიყოთ ამაში, როგორც ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან, მაშინ გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებით”, - განაცხადა კალასმა.
კაია კალასმა ასევე განაცხადა, მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უნდა გავრცელდეს ლიბანზეც. ამასთან, მან მოუწოდა ისრაელს, რომ ლიბანში მიმდინარე ინტენსიური დაბომბვები შეწყვიტოს.