აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Sky News იუწყება.
მედიის ვნობით, შემთხვევა ალ ბაიას რაიონში მოხდა. კერძოდ, რაკეტა ავტომობილს მოხვდა. დაღუპული პალესტინის მოქალაქეა.
ცნობისათვის, მანამდე დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.