5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან, - ამის შესახებ დედაქალქის მერმა, კახა კალაძემ ცხოველების სამარხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა
მისი თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება იმ პირების მიმართ, ვინც სამარხები გათხარა.
"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ სააგენტო მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. გამოძიება დაიწყება, რა თქმა უნდა, ყველა იმ ბოროტმოქმედს, რომელიც მივიდა და სამარხების გათხრა დაიწყო, აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, გარწმუნებთ ამაში. სხვა ახლა, რაც არ უნდა ცილისწამება, სიბინძურეები ააგოროთ და ეცადოთ, ცხოველთა თავშესაფარს ვერ დააზიანებთ. აღნიშნული ორგანიზაცია მუშაობს სუფთად, გაჭვირვალედ და ემსახურებიან ცხოველების კეთლდღეოებას. ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, როგორ შეიძლება მათი სადმე შეშვება, არათუ ცხოველთა მონიტორინგში, 5-6 ადამიანი, დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია, ისეთ მდგომარეობაში არიან. როგორ შეიძლება, არაჯანსაღი ფსიქოლოგიის ადამიანები. ყველაზე არ მაქვს საუბარი, რამდენიმე ადამიანი, უბრალოდ რომ შეხედავ...არსებობს კანონი და წესი, ყველამ კეთილი ინებოს და დაექვემდებაროს", - განაცხადა კალაძემ.