"ოცნების" მთავრობას არც ქვეყანა და არც ხალხი არ მიჰყავს ევროპული გზით, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ბაიბა ბრაჟე იმედოვნებს, რომ საბოლოოდ სწორედ ქართველი ხალხი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უზრუნველყოფს.
"საქართველოში არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვიცით რა სურს ქართველ ხალხს და რას იმსახურებს, მაგრამ ამ მთავრობას არც ქვეყანა და არც ხალხი არ მიჰყავს ევროპული გზით. ჩვენ სრული ნდობა გვაქვს, რომ ქართველ ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეასრულებს ევროპისადმი ვალდებულებებს, იმისთვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს, - განაცხადა ბრაჟემ.