20 თებერვალს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვერ შეძლეს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების მე-20 პაკეტი შესაძლოა ორშაბათს, 23 თებერვალს მიიღონ. წერს The Guardian.
„მომავალ ორშაბათს ჩვენ ვგეგმავთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას. სანქციები მუშაობს. ისინი სერიოზულ ზიანს აყენებენ რუსეთის ეკონომიკას და ყოველი ახალი ზომა კიდევ უფრო ზღუდავს მის შესაძლებლობას, ომი აწარმოოს. მოსკოვი უძლეველი არ არის. მისი არმია რეკორდულ დანაკარგებს განიცდის და მისი ეკონომიკა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა,“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი ომს მანამდე არ დაასრულებს, ვიდრე მისი ხარჯები მის სარგებელს არ გადააჭარბებს. „სწორედ ეს უნდა მიაღწიოს ევროპამ“, - განაცხადა აღნიშნა კალასმა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკის სექტორის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის წინააღმდეგაა ფოკუსირებული. მისი მიზანია მოსკოვის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების კიდევ უფრო შემცირება.