ევროპა არ არის დაინტერესებული აშშ-სთან დაპირისპირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„დანია და გრენლანდია მარტო არ არიან. არქტიკის უსაფრთხოება საერთო ტრანსატლანტიკურ ინტერესს წარმოადგენს, რომლის განხილვაც ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან შეგვიძლია. მაგრამ ტარიფებით მუქარა არ არის გზა ამის გაკეთებისთვის. სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი არ არის. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დაპირისპირებით, მაგრამ ჩვენ ჩვენს პოზიციას დავიცავთ. ევროპას აქვს ბერკეტები საკუთარი ინტერესების დასაცავად“, – წერს კალასი.