ბერლინში, გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ არ იცის, დაეცემა თუ არა ირანის რეჟიმი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„არავინ იცის, რას მოიტანს მომდევნო დღეები და კვირები. შესაძლოა, ისე მოხდეს, თითქოს ასადის რეჟიმი დაეცა - ეს ყველას გააკვირვებდა. ძალიან ხშირად ეს რეჟიმები ძალიან, ძალიან სტაბილურია.
ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და ასევე ვაწესებთ მეტ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რათა ვაჩვენოთ, რომ ვგმობთ ამ ქმედებებს,“ - განაცხადა კალასმა.
დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანში საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობა „მიუღებელია“ და რომ ევროკავშირი მუშაობს დამატებით სანქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
კალასმა ასევე დასძინა, რომ აიათოლას რეჟიმის დაცემის შემთხვევაშიც კი, ირანს დასჭირდება მმართველობის ალტერნატიული ფორმა, ამიტომ ევროკავშირი გააგრძელებს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.