რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ შეხვედრაზე საქართველო მინისტრების დონეზე მოწვეული არ ყოფილა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, მიწვეული იყო თუ არა საქართველო უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ მინისტერიალზე, რომელშიც შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, კაია კალასმა უპასუხა: „საქართველო მინისტრების დონეზე მოწვეული არ ყოფილა“.