საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ზომა სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში. ამ დროისთვის ჩვენ ვერ შევძელით მათი მიღება, რადგან ყველა წევრისგან მხარდაჭერა არ აქვს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალასის თქმით, ევროკომისია მოგვიანებით, მიმდინარე წელს წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, ასევე სავიზო რეგულაციებს და გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით შეთავაზებას.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ამასთან დაკავშირებით კაია კალასმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის მიწვეული მინისტრების დონეზე დღეს დაგეგმილ აღნიშნულ შეხვედრაზე.