ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის, ჩარლი კირკის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და მისი ორი ვიცე-პრემიერის უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონემდე გაზარდეს. ამის შესახებ La Repubblica იუწყება.
კირკის მკვლელობის შემდეგ, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ცირკულარი, რომელშიც მოუწოდებდა მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების - მელონისა და მისი მოადგილეების, საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მატეო სალვინის მიმართ „ზომების გადახედვისა და შესაძლო გამკაცრებისკენ“:
ხუთშაბათს ტაიანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამივე თანამდებობის პირის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერებმა 2022 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მეორე დონის უსაფრთხოების დაცვა აირჩიეს.
დაცვის გაძლიერება ნიშნავს, რომ მელონის, ტაიანის და სალვინის ახლა ორი ან სამი ჯავშანმანქანა მოემსახურება, თითოეულში კი სამი აგენტი იჯდება.