18 სექტემბერს, დასავლეთ ლატვიის სანაპიროზე რუსული „გერბერას“ ტიპის მოიერიშე დრონის ნამსხვრევები იპოვეს.
ამის შესახებ ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დრონის ფრაგმენტი ლატვიის სანაპიროზე გამოირიყა.
თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონის აღმოჩენილი ნამსხვრევი “რუსული სატყუარა დრონი “გერბერას” უკანა ნაწილია და მასში ასაფეთქებელი ნაწილი არ იქნა აღმოჩელი”.
„მე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს დავავალე, დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს პოლონეთში, რათა დაადგინონ, ჰგავს თუ არა ეს დრონი გასულ კვირას პოლონეთში ნაპოვნ დრონს“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ.
მან დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საზღვრის გაძლიერება პრიორიტეტულია, „ცხადია, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბალტიის ზღვის სანაპიროს დაცვა საჭირო სენსორების დამონტაჟებით“.