ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გარიგებაზე წასვლა მოუწევს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის ენერგორესურსებიდან მიღებულ შემოსავალს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მთავარ ფაქტორად მიიჩნევს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა..
ტრამპს ჰკითხეს, ახლოვდება თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დრო.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ დაუბრუნდა იმ საკითხს, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა კვლავ ყიდულობს რუსულ ნავთობს და რომ ნავთობიდან მიღებული შემოსავალი უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკისთვის.
„ეს ძალიან მარტივია: თუ ნავთობის ფასები დაეცემა, პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ ამ ომიდან გავიდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა გაიხსენა, რომ მან ინდოეთი და ჩინეთი გააფრთხილა ზომების შესახებ, თუ ისინი რუსული ნავთობის შეძენას გააგრძელებდნენ.
„ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. რადგან ეს არ არის სამართლიანი თამაში შეერთებული შტატების მიმართ“, - თქვა მან.